თორნიკე შენგელია:

თორნიკე შენგელია: "არ აქვს მნიშვნელობა რას წერენ და რას იტყვიან"

მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გუნდში გადასვლის მიზეზი დაასახელა და თქვა, რომ ცსკა ევროპის საუკეთესო კლუბია.

„ცსკა-ს შემოთავაზებაზე დიდხანს არ მიფიქრია. სინამდვილეში დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდა. რატომ ცსკა? ეს არის ევროპის ერთ-ერთი უძლიერეი კლუბი. უკვე ვთქვი და ვიმეორებ: ბედნიერი ვარ, რომ გუნდის ნაწილი ვარ, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის. არ აქვს მნიშვნელობა რას წერენ და რას იტყვიან. დიახ, ახლა ცსკა მოქმედი ჩემპიონია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გაგრძელდეს. ჩვენი მიზანი სწორედ გამარჯვებების გაგრძელებაა.

ახალმა თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს. აქ შესანიშნავი მოთამაშეები არიან. „ბასკონიაში“ დარან ჰილიარდისთან და იოჰანეს ვოიტმანთან მითამაშია. ახალ გუნდში გადავედი, მაგრამ ბევრი ნაცნობი დამხვდა“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ივლისის თვეში მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ოფიციალური დებიუტი ახალ გუნდში 23 სექტემბერს ექნება. აქამდე კი, ამხანაგური მატჩები ჩაატარა.