Forbes: 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი ლიონელ მესია

Forbes: 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი ლიონელ მესია

გამოცემა Forbes-ის ცნობით, 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი ლიონელ მესია.

არგენტინელმა ბოლო 12 თვის განმავლობაშია 126 მილიონი დოლარი მიიღო, აქედან 92 მილიონი თავისი ხელფასია, დამატებით 34 კი სარეკლამო კონტრაქტებიდან გამოიმუშავა.

მეორე პოზიცია 117 მილიონი დოლარით კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, რომელმაც რეკლამებიდან 47 მილიონი მიიღო, მესამე ადგილზე კი „პარი სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი გავიდა, რომლის ყოველწლიური შემოსავალიც 96 მილიონს შეადგენს.