რომის „ლაციომ“ კოსოვოს ნაკრების თავდამსხმელი ვედათ მურიქი დაიმატა. 26 წლის ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
მურიქის სანაცვლოდ „ლაციომ“ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ 18 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც 2 მილიონი ევროს სახით ბონუსებიც დაემატება.
კოსოვოელმა გასულ სეზონში „ფნეერბახჩეს“ მაისურით 36 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ტეუტაში, „ბესაში“, „გირესუნსფორში“, „გენჩლერბირლიგსა“ და „რიზესფორში“ უთამაშია. კოსოვოს ნაკრებში კი 23 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.