თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს რიგებში პირველი ტიტული მოიგო, თუმცა არაოფიციალური - „ნევის თასი“. პრესეზონის ტურნირი სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა და ცსკა-მ ჯერ მასპინძელი „ზენიტი“, მერე „ავტოდორი“ დაამარცხა.
მოსკოველებმა „ავტოდორის“ წინააღმდეგ ადვილად 93:67 იმარჯვეს, ხოლო შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო.
ქართველმა კალათბურთელმა 19:49 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. თორნიკე 4-დან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო 4 საჯარიმოდან ოთხივე ჩააგდო.
მოსკოველთა შემადგენლობაში იანის სტრელნიეკსმა 19, დარენ ჰილიარდმა 15, ნიკოლა მილუტინოვმა კი 14 ქულა დააგროვა.
ცსკა-სთვის 2020-2021 წლების სეზონი ოფიციალურად 23 სექტემბერს VთB ლიგით დაიწყება, ხოლო 1 ოქტომბრიდან უკვე სტარტს ევროლიგაც აიღებს.