საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კარიერას „ანორთოსისიდან“, „ლეხში“ გააგრძელებს. პოზნანის კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ფეხბურთელი წარადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პოზნანის გუნდში იჯარით ითამაშებს, ხოლო ერთი სეზონის შემდეგ, „ლეხს“ კაჭარავას გამოსყიდვის უფლება ექნება.
26 წლის თავდამსხმელი პოლონეთში 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.