გონსალო იგუაინი კარიერას აშშ-ში განაგრძობს

გონსალო იგუაინი კარიერას აშშ-ში განაგრძობს

გონსალო იგუაინმა მაიამის „ინტერთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იტალიურ კლუბთან კონტრაქტი ფეხბურთელს 2021 წლის ივნისამდე იყო ძალაში. გონსალო იგუაინით „ნიუკასლი“ და „ფულემიც“ იყვნენ დაინტერესებულნი.

არგენტინელი ფეხბურთელი ტურინელებმა „ნაპოლიდან“ 2016 წელს, 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. გონსალო იგუაინმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 148 მატჩი ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა.