ხვიჩა კვარაცხელიამ ტვინის შერყევა მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ ტვინის შერყევა მიიღო

ყაზანის „რუბუნის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-7 ტურის გასვლით მატჩში ტრავმა მიიღო. მოსკოვის „დინამოს“ მცველმა სერგეი პარშივლიუკმა ის მხრით ჩაკეტა. შეჯახების შედეგად კვარაცხელიამ ტვინის შერყევა მიიღო. მოედნიდან ის საკაცით გაიყვანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობაზე რუბინის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა.

„კვარაცხელიას ტვინის შერყევა აქვს და ცხვირიც დაუზიანდა. როგორი სახის შერყევა აქვს ან აქვს თუ არა ცხვირი გატეხილი, ჯერ არ ვიცით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ტრავმა მძიმე არ არის, რადგანაც ის ყველას ცნობს, დადის. ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც სურათს გადაუღებენ“, -განაცხადა სლუცკიმ.

შეხვედრა ყაზანური კლუბის გამარჯვებით დასრულდა, რაშიც წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში პენალტი გამოიმუშავა. 11-მეტრიანი გოლად ჯორჯ დესპოტოვიჩმა გარდასახა.