გიორგი აბურჯანია ესპანეთში ბრუნდება: ტრანსფერი მალე დადასტურდება

გიორგი აბურჯანია ესპანეთში ბრუნდება: ტრანსფერი მალე დადასტურდება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია ერთწლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთში ბრუნდება. Elcomercio-ს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი „ოვიედოს“ უკვე შეუთანხმდა და ესპანურ კლუბთან კონტრაქტს 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ტრანსფერი საიჯაროა.

მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება, შესაძლოა, დღესაც. ამრიგად, გიორგი „ტვენტეს“ ტოვებს, რომელსაც გასულ წელს შეუერთდა და მასთან ორწლიანი საიჯარო კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

აბურჯანიამ „ტვენტეში“ გასულ სეზონში 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ორჯერ თავი მიმდინარე სეზონის პრესეზონშიც გამოიჩინა, თუმცა, კლუბმა მასზე უარი მაღალი ხელფასის გამო თქვა, რადგან კორონავირუსის პერიოდში ფინანსურად გაუჭირდა.

„ოვიედოს“ რაც შეეხება, სეგუნდა დივიზიონში თამაშობს და პირველ ტურში 13 სექტემბერს, „კარტახენას“ დაუხვდება. 25 წლის გიორგი აბურჯანიას სატრანსფერო უფლებები „სევილიას“ ეკუთვნის, ესპანეთში მას „ხიმნასტიკსა“ და „ლუგოში“ უთამაშია.