რაიან გიგზი:

რაიან გიგზი: "რონალდუ საუკეთესო პროფესიონალია, 40 წლამდე თამაში შეუძლია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ და ახლა უკვე უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. რაიანის აზრით, პორტუგალიელს 40 წლამდე თამაში თავისუფლად შეუძლია.

„მას შეუძლია 40 წლამდე ითამაშოს, რა თქმა უნდა შესაფერის გუნდში ყოფნით. მე ტოპ გუნდში ვიყავი და მოვახერხე ამ ასაკამდე თამაში. არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ წარმოვიდგინო, კრიშტიანუ 40 წლამდე დიდ ფეხბურთში. ის არის ადამიანი, რომელიც თავის სხეულზე ზრუნავს, კარგად ჭამს, ისვენებს და ფეხბურთისთვის ცხოვრობს. რონალდუ საუკეთესო პროფესიონალია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია.

კარიერის დასაწყისში ვნახე და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდენ გოლს გაიტანდა. ის ნიჭიერი, ბრწყინვალე მოთამაშე იყო, რომელსაც აღტაცებაში მოვყავდი, მაგრამ პირველ რიგში ფეხბურთის სტუდენტი გახლდათ, რომელიც ყოველთვის მეტის გაკეთებას ცდილობდა. სულ სავარჯიშო დარბაზში იყო და თავის თავში უკვე იცოდა, რამდენად ძლიერად გახდომა შეეძლო. ერთ სეზონში 40 გოლი გაიტანა და ამ მომენტიდან ყველაფერს არაჩვეულებრივად აკეთებს“, - თქვა უელსელმა.

შეგახსენებთ, რაიან გიგზი და კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 6 წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.