მიჩელ სალგადო:

მიჩელ სალგადო: "ახლა "ბარსელონას" ყველაზე დიდი პრობლემა მესია"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მცველმა მიჩელ სალგადომ განაცხადა, რომ „ბარელონას“ მთავარი პრობლემა ახლა ლიონელ მესია. ვეტერანი ესპანელის განცხადებით, არ იცის, რომელი უკეთესი იყო „ბარსასთვის“ - არგენტინელის შენარჩუნება თუ მისი გაყიდვა.

„ბარსელონას“ პირველი პრობლემაა რას გააკეთებენ მესისთან, არ ვიცი რა მოხდება. დარწმუნებული ვარ, თქვა, რომ დარჩენა უნდა, მაგრამ ამ მომენტში ის ყველაზე დიდი პრობლემაა პრეზიდენტისთვის, კლუბისთვის, ბორდის წევრებისთვის, ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანისთვის. იმიტომ, რომ არ ვიცი, რომელი უკეთესია: შენარჩუნება თუ „სიტიში“ კარგ ფასად გაყიდვა და ახალი ფეხბურთელების შეძენა, რომელთა გარშემო აშენდებოდა გუნდი და არა მესის გარშემო.

კუმანისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოაგვაროს მესისთან დაკავშირებული სიტუაცია, ეს მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის და შემდეგ შეძლოს ისეთი ფეხბურთელების ათამაშება, რომლებსაც შარშან ცუდი სეზონი ჰქონდათ“, - თქვა სალგადომ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ზუსტად ერთი კვიის წინ „ბარსელონაში“ კონტრაქტის ბოლომდე (2021 წელი) დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო.