მოდრიჩი:

მოდრიჩი: "რონალდუს გარეშე უფრო გუნდურად ვთამაშობთ და ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ ვართ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ხორვატმა ფეხბურთელმა ყოფილი თანაგუნდელი შეაქო, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა „რეალი“ უფრო გუნდური გახდა და ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული აღარაა.

„კრიშტიანუსთან თამაში საოცარი იყო. ჩვენ ექვსი ფანტასტიკური წელი ერთად გავატარეთ და ბევრი რამ მოვიგეთ. როდესაც გუნდი საუკეთესო კონდიციებში არ იყო, რონალდუს შეეძლო მატჩების ბედის მარტო გადაწყვეტა, თავის საუკეთესო უნარებს იყენებდა: ტექნიკა, ამბიცია, ხასიათი და ხარისხი. მის შესახებ ყველაფერი განსაკუთრებული იყო, როგორ მუშაობდა ვარჯიშებსა და მატჩებში, ამიტომ, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ველოდოთ.

რონალდუს გარეშე „რეალი“ უფრო გუნდურად თამაშობს. ამას მასთან ერთადაც ვაკეთებდით, მაგრამ როდესაც რაღაც გეგმით არ მიდიოდა, ვიცოდით, რომ იყო ადამიანი, რომელსაც ცვლილებების შეტანა შეეძლო. უკვე ორი წელია მის გარეშე ვთამაშობდთ და ახლა უფრო გუნდური ფეხბურთი გვაქვს. მოედანზე უფრო კომპაქტურად და ერთიანად ვმუშაობათ, ჩვენი ყველაზე დიდი თვისება ახლა ის არის, რომ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული არ ვართ“, - თქვა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, ლუკა მოდრიჩი და კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალში“ ერთად 2012-2018 წლებში თამაშობდნენ.