იტალიურმა „მილანმა“ სანდრო ტონალის ტრანსფერი გააოფიციალურა. როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, ნიჭიერ ფეხბურთელთან 1-წლიანი საჯარიმო კონტრაქტი გაფორმდა, მისი გამოსყიდვა კი მომდევნო ზაფუხლში იქნება შესაძლებელი.
მთლიანობაში ტრანსფერის ღირებულებამ არაოფიციალური ცნობით 30 მილიონი ევრო შეადგინა და „ბრეშადან“ მისი გამოსყიდვა „მილანისთვის“ ხსენებული თანხა დაჯდება.
ტონალის სათამაშო სტილით და პოზიციით ანდრეა პირლოს ადარაბენ, თუმცა თავად ბავშვბიდან „მილანისა“ და კერძოდ, ჯენარო გატუზოს ქომაგია. სწორედ ამის გამო მან 8-ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც შავ-წითლებში წლების განმავლობაში გატუზოს საკუთრება იყო.
გასულ სეზონში 20 წლის ნახევარმცველმა 36 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა, იტალიის ნაკრებში კი სამჯერ აქვს ნათამაშები.