მადრიდის „რეალის“ მცველი და კაპიტანი, სერხიო რამოსი, კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის თაობაზე ესაუბრება. მიმდინარეს ყავლი 2021 წლის ზაფხულში გასდის.
ესპანური Marca-ს ცნობით, რამოსმა კარგად იცის კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური პრობლემების შესახებ, ამიტომ მზადაა ახალ ხელშეკრულებაში ხელფასის დაკლებას დათანხმდეს. მხარეებს ჯერ არ მოულაპარაკებიათ, თუმცა სიძნელეებს არავინ ელის. სერხიოს კარგი ურთიერთბა აქვს კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან.
„სამეფო კლუბის“ ღირსებას რამოსი 2005 წლიდან იცავს. მანამდე კი „სევილიაში“ ირჯებოდა, რომლის აღზდილიც გახლავთ. „რეალთან“ ერთად მან ჯამში 22 ტიტული მოიგო. მათ შორის, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა და ხუთჯერ ქვეყნის ჩემპიონობა.