თორნიკე შენგელია და მოსკოვის ცსკა ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. რუსულმა გუნდმა პრესეზონის ფარგლებში მეხუთე ამხანაგური თამაში ჩაატარა და „ხიმკი“ ძალიან ადვილად, 101:71 დაამარცხა.
თუმცა, თორნიკე შენგელიას ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული თამაში ჰქონდა, 17 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საერთოდ, ქართველს ჯერჯერობით რუსულ გუნდთან მორგება უჭირს და ისე შთამბეჭდავად ნამდვილად ვერ თამაშობს, როგორც „ბასკონიაში“.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი ზუსტად 2 თვის წინ გააფორმა.