Telegraph: საქართველოს ნაკრები რვა ერში ითამაშებს და შეიცვალა ჯგუფიც

Telegraph: საქართველოს ნაკრები რვა ერში ითამაშებს და შეიცვალა ჯგუფიც

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა თჰე Telegraph-ი ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

მას შემდეგ, რაც ტურნირში მონაწილეობაზე უარი სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის ნაკრებებმა თქვეს, გზა „ბორჯღალოსნებს“ გაეხსნათ.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ჯგუფში საფრანგეთთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად უნდა ეთამაშა, მაგრამ ახლა სხვა ჯგუფში მოხვდება, სადაც მისი მეტოქეები ინგლისის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.

„ბორჯღალოსნებს“ ინგლისთან და უელსთან ორ-ორჯერ, ხოლო ირლანდიასთნ ოთხჯერ უთამაშია და ყველა მატჩი წაგებული აქვს. რვა ერის ტურნირი 7 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე ჩატარდება.