კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ლივერპულურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც კვლავაც კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელიც მისი მთავარი მწვრთნელი მადრიდის „რეალში“ იყო.
ხამეს როდრიგესს კარიერაში საუკეთესო პერიოდი 2014 წელს ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ხამესმა სხვადასხვა წლებში ოთხი ქვეყნის ჩემპიონატი რვაჯერ მოიგო. „პორტუს“ შემადგენლობაში ევროპა ლიგის გამარჯვებული, „რეალში“ კი ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა.