დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონს შეშლილი და რეგვენი უწოდა

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონს შეშლილი და რეგვენი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს „შეშლილი და რეგვენი“ უწოდა.

„ახლახან გავიგე, რომ შეშლილი ჯონ ბოლტონი იმაზე საუბრობდა, რომ თითქოს მე „კიმ ჩენ ინისგან სატრფიალო წერილებს“ განვიხილავდი და მათ ასეთად მივიჩნევდი. რა თქმა უნდა, ეს სარკაზმი იყო. რა რეგვენი იყო ბოლტონი“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ხშირად უგზავნიდნენ წერილებს. მათი შინაარსი საიდუმლოა, თუმცა თავად აშშ-ის პრეზიდენტი მათ შესანიშნავ წერილებად მოიხსენიებდა.