2020 წლის რაგბი ევროპის ბოლო ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 1-ელ ნოემბერს გაიმართება. ეს მატჩი თბილისში 15 საათზე დაიწყება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 14 მარტს თბილისში უნდა გამართულიყო. რუსეთის ნაკრები უკვე საქართველოში იმყოფებოდა, მაგრამ რაგბი ევროპის ორგანიზაციამ მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო, გადადო.
უცნობია, დაშვებული იქნება თუ არა მაყურებელი ამ შეხვედრაზე. "ბორჯღალოსნებმა" ტურნირის ჩემპიონობა უკვე გაინაღდეს და ეს იქნება მატჩი პრინციპულ მეტოქეებს შორის. იმავე დღეს გაიმართება რუმინეთისა და ბელგიის თამაში, ხოლო ესპანეთისა და პორტუგალიის დაპირისპირება 15 ნოემბერს შედგება.