მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-იდან დისკვალიფიცირებულია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი პაბლო კარენო-ბურსთასთა შეხვედრის დროს მოხდა. სერბმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში თავისი მოწოდება წააგო. გაბრაზებულმა სპორტსმენმა ბურთი კორტის კედლის მიმართულებით მოისროლა, მაგრამ ის შემთხვევით ხაზის მსაჯს კისერში მოხვდა. ქალი კორტზე დაეცა და ხველა დაიწყო. ის მოედნიდან გაიყვანეს.
თათბირის შემდეგ, სუპერვაიზერებმა სპორტსმენის დისკვალიფიცირება გადაწყვიტეს.