სამხრეთ კორეას ტაიფუნმა გადაუარა

სამხრეთ კორეას ტაიფუნმა გადაუარა

სამხრეთ კორეას ტაიფუნმა „ჰაიშენმა“ გადაუარა, - ამის შესახებ Aljazeera წერს.

ტაიფუნმა ყველაზე მეტად ქალაქი პუსანი დააზრაალა. ტაიფუნის გამო, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, მოგლეჯილია ხეები, გაუქმებულია სარკინიგზო მიმოსვლა და ავიარეისები. ამასთან, მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ქარის სიმძლავრემ 126 კმ/სთ შეადგინა. მას თან ერთვოდა ძლიერი წვიმაც.

სინოპტიკოსები ქარიშხლის შესუსტებას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ რამდენიმე საათში ტაიფუნი ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით გადაინაცვლებს.