ბელარუსში პოლიციამ საპროტესტო აქციის 700-მდე მონაწილე დააკავა

ბელარუსში პოლიციამ საპროტესტო აქციის 700-მდე მონაწილე დააკავა

კვირას მინსკში „ერთობის მარშის“ 633 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ასევე აქციის მონაწილეთა რაოდენობა დააკონკრეტეს და განაცხადეს, რომ დემონსტრაციაში დაახლოებით 31 ათასი ადამიანი მოანწილეობდა.

„ერთობის მარში“ მონაწილეები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ. დამოუკიდებელი ექსპერტების შედეგებით აქციაზე 100 ათასი ადამიანი გავიდა.

არჩევნების შედეგებს ბელარუსში თითქმის 1 თვეა აპროტესტებენ. 17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.