აზიური სალათა მიწისთხილით და ბოსტნეულით

აზიური სალათა მიწისთხილით და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

კომბოსტო - 1 თავი

სტაფილო - 2 ცალი

წითელი წიწაკა - 1 ცალი

მწვანე წიწაკა - 1 ცალი

კიტრი - 1 ცალი

ჯანჯაფილი - 1 ჩკ

ნიორი - 3 კბილი

ქინძი - 1 კონა

თაფლი - 1 სკ

ლაიმის წვენი - 1 სკ

ძმარი - 1 ჩკ

მიწისთხილის კარაქი - 1 სკ

სასურველი სუნელი

მომზადების წესები

აიღეთ ჯანჯაფილი,ნიორი და ქინძი. კარგად გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად.

მოათავსეთ ბლენდერში და დაამატეთ თაფლი, ძმარი და ლაიმის წვენი. ათქვიფეთ და დაამატეთ მიწის თხილის კარაქი. დააბლენდერეთ მანამ,სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა.

სალათისთვის წვრილად დაჭერით კომბოსტო. გახეხეთ სტაფილო. აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ცოტა მარილი და მოურიეთ სანამ კომბოსტო არ დარბილდება.

დაჭერით წვრილად ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი, კიტრი და დაამატეთ ბო

დაამატეთ სანელებლები და მოურით ხშირად.

ამავდროულად, მოხალეთ მიწისთხილი ზეთის გარეშე. გაანაწილეთ სალათი თეფშებზე და გაალამაზეთ წიწაკითა და მიწისთხილით.