ბრაზილიელი ალანი ოფიციალურად „ევერტონის“ ფეხბურთელია

ბრაზილიელი ალანი ოფიციალურად „ევერტონის“ ფეხბურთელია

ბრაზილიელი ალანი ოფიციალურად „ევერტონის“ ფეხბურთელია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ევერტონმა“ ფეხბურთელი „ნაპოლისგან“ £21,7 მილიონად შეიძინა და ალანმა გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ევერტონთან კონტრაქტი ნამდვილი სიამოვნებაა და მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“, - აღნიშნა ალანმა.

ალანი „ნაპოლიში“ 2015 წლიდან გამოდიოდა და მან 212 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.