ბრაზილიის სასამართლომ პრეზიდენტის ვაჟის უკანონო გამდიდრების შესახებ მომზადებული სიუჟეტის ჩვენება აკრძალა

ბრაზილიის სასამართლომ პრეზიდენტის ვაჟის უკანონო გამდიდრების შესახებ მომზადებული სიუჟეტის ჩვენება აკრძალა

რიო-დე-ჟანეიროს სასამართლომ ტელეარხ Globo-ს პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ვაჟის, ფლავიო ბოლსონარუს უკანონო გამდიდრების შესახებ მომზადებული სიუჟეტის ჩვენება აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ Iნსტაგრამ-ზე თავად ფლავიუ ბოლსონარუ წერს.

„ახლახანს მივიღე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს Globo-ს ჩემთან დაკავშირებით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების დროს მოპოვებული ნებისმიერი დოკუმენტების გავრცელებას. მე არაფერი მაქვს დასამალი და ყველაფერი განვმარტე, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალება ჩემი და ქვეყნის პრეზიდენტის იმიჯის შელახვას ცდილობს“, - განაცხადა ფლავიუ ბოლსონარუმ.

მისივე თქმით, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ასეთი დოკუმენტების გავრცელება პოლიტიკოსის დაცვის უფლებას შელახავს. ბრაზილიის პრესის ასოციაციაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ცენზურა უწოდეს.

2018 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის შესაბამისმა საფინანსო სამსახურებმა ფლავიუ ბოლსონარუს ანგარიშზე საეჭვო ტრანზაქციები დააფიქსირეს. საფინანსო საქმიანობაზე კონტროლის კომიტეტის (COAF) ინფორმაციით, 2017 წლის ივნის-ივლისში ბოლსონარუს ანგარიშზე 48 ტრანზაქციის შედეგად დაახლოებით 26 ათასი დოლარი ჩაირიცხა. 48-ვე შემთხვევაში ტრანზაქცია რიო-დე-ჟანეიროს შტატის პარლამენტის შენობაში განთავსებული ბანკომატით განხორციელდა, სადაც მაშინ ფლავიუ ბოლსონარუ მუშაობდა.

სპეციალისტების ეჭვი გამოიწვია იმან, რომ ტრანზაქციები ნაწილ-ნაწილ შესრულდა და თითოეული ტრანზაქციისას ბოლსონარუს ანგარიშზე 530 დოლარი ჩაირიცხა. მათი აზრით, ეს შესაძლოა ფულის წარმომავლობის დამალვის მცდელობა ყოფილიყო. თავის მხრივ, პრეზიდენტის ვაჟმა განაცხადა, რომ ეს ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხაა. კერძოდ, მისი თქმით, თანხის ნაწილი ბინის მყიდველმა მას ნაღდი ფულით გადასცა, რის გამოც ბოლსონარუს ამ თანხის ბანკომატიდან თავის ანგარიშზე შეტანა მოუწია.

გამოძიება ამ საქმეზე რამდენიმე დღის წინ დასრულდა. როგორც გაირკვა, ფლავიუ ბოლსონარუს აპარატის ყოფილი უფროსის, ფაბრისიუ კეიროშის ანგარიშებზე კიდევ 1,2 ბრაზილიური რეალი (700 ათასი დოლარი). კიდევ 2 მილიონი რეალი (1,1 მილიონი დოლარი) ბოლსონარუს აპარატის თანამშრომლებს რიო-დე-ჟანეიროს შტატის ყოფილმა დეპუტატმა ჩაურიცხა. გამოძიება ფაბრისიუ კეიროშს პრეზიდენტის ვაჟის ინტერესებსში ფულის გათეთრების სქემის ხელმძღვანელობას ედავებიან.