მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ მისი დარჩენა უნდა. თუმცა, ესპანელმა ისიც აღნიშნა, რომ არ იცის, საუკეთესო გზა აირჩია თუ არა არგენტინელმა კლუბის დატოვებისთვის.
„მჯერა, რომ მესი პატივისცემას იმსახურებს და უფლება აქვს თავისი მომავალი თავად გადაწყვიტოს. არ ვიცი, ამას საუკეთესო გზით აკეთებს თუ არა, მაგრამ ესპანური ფეხბურთისთვის, „ბარსასთვის“ და ჩვენთვის უკეთესი იქნება თუ დარჩება, რადგან საუკეთესოების წინააღმდეგ გამარჯვება გვინდა.
მესი ლა ლიგას, „კლასიკოებსა“ და მის გუნდს უკეთესს ხდის, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვნახოთ რა მოხდება“, - აღნიშნა რამოსმა.
შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და გუნდის ხელმძღვანელობას მისი გაწყვეტა მოსთხოვა.