ევროკავშირი უფლებას იტოვებს ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები დააწესოს

ევროკავშირი უფლებას იტოვებს ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები დააწესოს

ევროკავშირი უფლებას იტოვებს ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები დააწესოს. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირი ერთობლივ საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს და უფლებას იტოვებს შესაბამისი ზომები მიიღოს, მათ შორის შემზღუდავი ზომების დაწესების მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი მტკიცედ გმობს ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას“.

„ქიმიური იარაღის გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სტანდარტების სერიოზული დარღვევაა“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.