თეთრი სახლი ნავალნის საქმეზე: ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა რუსეთში დამნაშავეებს პასუხი ვაგებინოთ

თეთრი სახლი ნავალნის საქმეზე: ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა რუსეთში დამნაშავეებს პასუხი ვაგებინოთ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია დღეს გამოქვეყნებული შედეგებით. ალექსეი ნავალნის მოწამვლა აბსოლუტურად დასაგმობი ფაქტია. წარსულში რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებები. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა რუსეთში დამნაშავეებს პასუხი ვაგებინოთ“, - განაცხადეს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხლოების საბჭოში.

დღეს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.