საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ნოვიჩოკის“ გამოყენება ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო სამართალს არღვევს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ნოვიჩოკის“ გამოყენება ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო სამართალს არღვევს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკის“ გამოყენება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

„მინდა, უმკაცრესი ფორმით დავგმო ასეთი აგენტის შოკისმომგვრელი და უპასუხისმგებლო გამოყენება. „ნოვიჩოკის“ გამოყენება ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო სამართალს არღვევს“, - აღნიშნავს მინისტრი.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. 2 სექტემბერს კი გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.