საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიის „შტურმის“ ქართველ ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ავსტრიული სპორტული გამოცემა Sturmnetz-ი წერს.
კიტეიშვილთან ერთად კორონავირუსზე დადებითი პასუხი „შტურმის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს, ფილიპ ჰასპეკსაც დაუდგინდა.
ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ის შეკრებაზე ვერ გამოცხადდა და ვაისს მისი შეცვლა მოუწია.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი გათამაშების ორი მატჩისთვის ემზადება. პირველ შეხვედრას ვაისის შეგირდები სტუმრად 5 სექტემბერს ესტონეთთან გამართავენ, 8 სექტემერს კი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებენ.