კელი დეგნანი: დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება

კელი დეგნანი: დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება

იმედი მაქვს, ეს არჩევნები უკეთესი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები, - ამის შესახებ კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამისთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის სწორი ინფორმაციის მითითება, რათა მან ხმის მიცემა თავისუფალ გარემოში შეძლოს. დეგნანმა ყურადღება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზეც ისაუბრა.

„სხვადასხვა არჩევნებისას რუსეთის ქმედებებს თუ გადავხედავთ, თუნდაც რამდენიმე წლის წინ აშშ-ის არჩევნებს, ნათელია, რომ ქვეყნებმა უნდა დაიცვან თავიანთი საარჩევნო სისტემები, ეს სიმართლეა როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრებს გვაქვს პროგრამები, რომლებიც ქართველებს ეხმარება, უფრო ეფექტიანად აღმოაჩინონ ფეიკ ნიუსები და დეზინფორმაცია, მოიძიონ მართალი და ზუსტი ინფორმაცია. პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ამომრჩევლებს და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მომდევნო რამდენიმე კვირაში ძალიან კარგ განვითარებებს ვიხილავთ, თუ არჩევნები იქნება ფოკუსირებული გამოწვევებზე და ამომრჩევლის ინფორმირებაზე, რათა მათ შეძლონ, 31 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი ინფორმირებულად გააკეთონ, დაშინების გარეშე. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება“, - განაცხადა დეგნანმა.

საპარლამენტო არცევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება