ბანერზე აჭარის სხვა ფერი იყო შერჩეული - პატრიოტთა ალიანსის წევრები ამბობენ, რომ შეცვლილი ბანერი ტელევიზიით ნახეს

ბანერზე აჭარის სხვა ფერი იყო შერჩეული - პატრიოტთა ალიანსის წევრები ამბობენ, რომ შეცვლილი ბანერი ტელევიზიით ნახეს

"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის გიორგი ლომიას თქმით, აჭარაში გამოკრული ბანერისთვის, რომელზეც ეს რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო გამოსახული, სხვა ფერი იყო შერჩეული და უკვე გამოკრული ბილბორდი პარტიის წევრებმაც ტელევიზიით ნახეს.

ლომია აქვე ამატებს, რომ პრობლემას ვერც ამაში ხედავს:

"ფერი სხვა იყო შერჩეული და როდესაც ბანერის გაკვრა მოხდა, ეს ჩვენ გავიგეთ ტელევიზიიდან. რომც ყოფილიყო წითლად, ამაში მე პირადად ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ მონიშნული იყო და ეწერა SOS, ანუ საგანგაშო მდგომარეობაა. აქ არ არის საუბარი ოკუპაციაზე. საუბარია იმაზე, რომ საგანგაშო მდგომარეობაა. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება დღეს, რომ ხვალ არ იყოს გვიანი. კრემლიდან დავალება არასოდეს მიგვიღია და ვერც მივიღებთ", - ამბობს ლომია.

Katana . ძალიან თვალსაჩინოა უკვე, რომ "პატრიოტთა ალიანსს" გავეშებული ებრძვის ყველა:
გაყიდული მასმედიაც...
ქოცებიც...
ნაცებიც...
პოლიტიკურ ცისქვეშეთში ერთი ტაბურეტკის ჩასადგმელს რომ ეძებენ, ისეთი პაჭიპუჭა პარტიებიც...
ეს კი ნიშნავს, რომ საშიშ კონკურენტს ხედავენ მასში!
ხოლო, ვინაიდან არ არსებობს ისეთი დაბრკოლება, მორალი რომ ჰქვია, ბრძოლის ნებისმიერი ხერხი მოსულა!
4 წლის უკან