ღარიბაშვილი სააკაშვილზე: დემოკრატიულ სახელმწიფოებში დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: დემოკრატიულ სახელმწიფოებში დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან

დემოკრატიულ სახელმწიფოებში დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან. პრაქტიკულად, 8 წლის თავზე ჩვენ მოვისმინეთ აღიარება ადამიანისგან, რომელიც ჯიუტად აცხადებდა, რომ მას და მის მის დანაშაულებრივ, კრიმინალურ გუნდს არაფერი ჩაუდენიათ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისადმი ბოდიშის მოხდას და საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

“რა თქმა უნდა, მე, ისევე როგორც მთელი მოსახელეობა, მის გულწფელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ. მეტიც, მისი ყველა სიტყვა არის სიცრუის დემონსტრირება. სააკაშვილმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო მთავარსარდალმა, რომელიც ჩვენ აგვისტოს ომის დროს მიწაზე განთხმული ვიხილეთ. ყველაზე მშიშარა, მხდალი მთავარსარდლის მაგალითი დაუტოვა თავისი გუნდის წევრებს. რაც შეეხება მის ბოდიშს, პრაქტიკულად, 8 წლის თავზე ჩვენ მოვისმინეთ აღიარება ადამიანისგან, რომელიც ჯიუტად აცხადებდა, რომ მას და მის მის დანაშაულებრივ, კრიმინალურ გუნდს არაფერი ჩაუდენიათ. ჩვენ მოვისმინეთ აღიარება, თითქოს ეს იყო შეცდომები. ეს არ იყო შეცდომები - ეს იყო უმძიმესი დანაშაულები კაცობრიობის წინაშე. დემოკრატიულ სახელმწიფოებში დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან. სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა ქართული მართლმსაჯულების წინაშე, დანარჩენი კი არის წინასაარჩევნო მანევრები. მე ვიცი, დაზუსტებული ინფორმაციაც მაქვს, რომ უკრაინაში მისი როლი პრაქტიკულად ნულის ტოლფასია და გააგდებენ უკრაინიდან ისე, როგორც გააგდეს 2 წლის წინ. მაშინაც ვიხილეთ მორიგი სირცვხილი - ჯერ ერთი, რომ კაცმა, რომელიც 8 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, დათმო თავისი ნებით მოქალაქეობა, შემდეგ თმებით ათრიეს და გამოაგდეს უკრაინიდან. ვიცი, რომ მას და მისი გუნდის წევრებს გაუნულდათ პოზიციები უკრაინაში. იმდენად ბრიყვია, როგორც ჩანს, ეს შეშლილი მანიაკი შეყრობილია ძალაუფლების სურვილით, რომ მას ჰგონია, რომ ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არც ერთ შემთხვევაში - დღეს სულ სხვა რეალობაა საქრათველოში და საზოგადოება სწორედ აფასებს როგორგ სააკაშვილის დანატოვარს, ასევე მის მემკვიდრეობას და ცრუ დანაპირებს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სავარაუდოდ 7 სექტემბერს წარადგენს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამშობლოში ბრუნდება.