ზურაბ ჭიაბერაშვილი: იყო შეცდომები, რისი აღიარებაც „ევროპულ საქართველოს

ზურაბ ჭიაბერაშვილი: იყო შეცდომები, რისი აღიარებაც „ევროპულ საქართველოს" არასოდეს არ გასჭირვებია

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც თავის დროზე „ევროპული საქართველო“ გამოვეყავით „ნაციონალურ მოძრაობას", ზუსტად წარსულის შეფასება იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ყველანი ვამაყობთ „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებით, როდესაც მოხდა ეკონომიკური წინსვლა, სიღარიბის თანდათანობით შემცირება, სამუშაო ადგილების გაჩენა, მაგრამ იყო შეცდომები, რისი აღიარებაც „ევროპულ საქართველოს" არასოდეს არ გასჭირვებია. თუმცა აქ მთავარია ის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს საარჩევნო კამპანიას ისევ წარსულზე აგებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამშობლოში ბრუნდება.

amo შეცდომა კი არა, შე ხისთავიანო, არამედ დ ა ნ ა შ ა უ ლ ი ! შეცდომაა შენ რომ მანდ ზიხარ.
4 წლის უკან