„არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც ყველას მოგვეთხოვება დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემასხურება ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას

„არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც ყველას მოგვეთხოვება დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემასხურება ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას"

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სესიაზე ძირითადი აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ პროცესზე, წინასაარჩევნო პერიოდზე და   იმ მანკიერ პოლიტიკურ პროცესზე, როდესაც პოლიტიკოსები ახდენენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მიზანმიმართულ პოლიტიზირებას.

მისი თქმით, თითქმის ყველა არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა" და  მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები თავს ესხმიან თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორს, ცდილობენ მათ ჩათრევას პოლიტიკურ პროცესებში. „ხშირად გვაქვს საქმე ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციასთან. სულ რამდენიმე ხანია რაც მასირებულად ხდება მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი თანამშრომლების  დისკრედიტაცია. გარკვეული ტრაგედიების დროსაც კი, რაც ყველას ტკივილია, პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება ამ ინსტიტუტების და შესაბამისი თანამშრომლების დისკრედიტაცია, რაც არის აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელი".

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის. იმიტომ, რომ ამ პირობებში მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მომავალი, სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად ხდება თავდასხმები სწორედ იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც რეალურად არიან ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოების და მშვიდობის გარანტი.

„ეს თავდასხმები გრძელდება და პირადად მე მაქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ ამ ბინძურ ხერხებს ჩვენი ოპონენტებეი გააგრძელებბენ, მაგრამ ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მინდა მათ მოვუწოდო, რომ არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, ყველას მოგვეთხოვბება დავიცვათ ეს სტანდარტი, და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის დეპოლიტიზაცია, ეს არის ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოვუწოდებთქვენს პოლიტ მედია საშუალებებს, ხელი აიღეთ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე თავდასხმაზე, თქვენივე პოლიტიკური ინტერესებისთვის და მინიმუმ დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემასხურება ჩვენს ქვეყანას, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას", განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი სესიაშვილი თავის გამოსვლში ასევე მიესალმა სტუმრებს შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან და განაცხადა, რომ 7-18 სექტემბერს, ჩვენს ქვეყანაში უკვე მეხუთედ, ჩატარდება სამხედრო სწავლება  „ღირსეული პარტნიორი 2020", რაც არის ძალიან მაღალი დონის წვრთები და რაშიც, მათ შორის, ჩართული იქნება შეერთებული შტატების სამხედრო საფრენი აპარატები. მან წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა ამ წვრთნაში მონაწილე ძალებს.