გიორგი ვაშაძე: ვაიძულებთ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს და ეს ადამიანები ოპოზიციაში გადავიდნენ

გიორგი ვაშაძე: ვაიძულებთ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს და ეს ადამიანები ოპოზიციაში გადავიდნენ

ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მთავარია საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ვაიძულებთ, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება და გადავიდნენ ეს ადამიანები ოპოზიციაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არც ერთი დაპირება არ შეასრულა, რაც მან რვა წლის განმავლობაში გასცა.

„ნუთუ კიდევ ვინმეს ჯერა დამსხვრეული ოცნებების პარტიის, რომელმაც ერთო მხრივ არც ერთი დაპირება არ შეასრულა რაც გასცა მან რვა წლის განმავლობაში გასცა და მეორე მხრივ, ყველას კარგად გვახსოვს საარჩევნო მოროდიორობა 2018 წლის მეორე ტურის განმავლობაში.

არც ერთი კანონი არ დაუცვიათ, ტოტალურად დაარღვიეს ყველაფერი რაც ეუთო/ოდირის დასკვნაშია მოცემული, სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანა ნამდვილად არის რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ ხელი აიღოს ამ საარჩევნო მოროდიორობის სტანდარტისგან, რომელიც მან 2018 წლის არჩევნების დროს, ზუგდიდის გამოტოვებული არჩევნების დროს გააკეთა და მშვიდობიანად და წყნარად გაუშვათ ხელისუფლებიდან და შევცვალოთ ხელისუფლება წყნარად, სხვა გზა საქართველოს განვითარებისთვის არ არსებობს, ეს არის ძალა რომელმაც არც ერთი დაპირება არ შეასრულა. მათი სტანდარტი არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი მეტი არაფერი. ეს განცხადებებიც ტყუილის და ფარსის საწინდარია და მეტი არაფერი, შესაბამისად ნდობა მათ მიმართ - ნულოვანი. აქედან გამომდინარე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მთავარია საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ვაიძულებთ, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება და გადავიდნენ ეს ადამიანები ოპოზიციაში.

ეს არის სიყალბე, ისევე როგორც სიყალბეა ყველა მათი დაპირება რაც აქამდე აქვთ გაცემული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ არც ერთი დაპირება რვა წლის განმავლობაში რაც არის გაცემული ქართული ოცნების მხრიდან სამუშაო ადგილების შექმნაზე, წითელი ხიდიდან სარფამდე გზის გაკეთებაზე, გაზსაცავის მშენებლობაზე, დენის და გაზის გაიაფებაზე, არ შეუსრულებიათ, რაც მთავარია, არ შეუსრულებიათ დაპირება სამართლიან სასამართლოზე, კანონის უზენაესობაზე პირიქით მძიმე ვითარებაა და 2018 წლის მეორე ტური საარჩევნო მოროდიორობად წოდებილი ეპოქა ეს არის სწორედ მათი ხელწერა, აქედან გამომდინარე რაღა თქმა უნდა ნულოვანია ნდობა ამ ადამიანების მიმართ. ეს არის წყალი ეს განცხადებები და მეტი არაფერი. ჩვენ კი მართლა ვაიძულებთ რომ არჩევნების გზით გადავიდნენ ოპოზიციაში. მათ აღარ ექნებათ საარჩევნო მოროდიორობის შესაძლებლობა, ამისთვის კარგად ვართ მომზადებულები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.

26 აგვისტოს „ქართული ოცნება“ გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომ ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, საკანონმდებლო ორგანო ოთხშაბათს სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავს.

 

Katana . ახლა, თაკო ჩარკვიანიც თუ მოგეხმარა - კი!.. აბა, მარტომ აიძულე, თუ მაგარი ბიჭი ხარ!
4 წლის უკან