პატრიოტთა ალიანსი" და „ნაციონალური მოძრაობა" არიან „ერთი ბნელი მედლის ორი მხარე“ და ერთად აკეთებენ წლების მანძილზე რუსულ საქმეს საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის შემდეგ კოალიციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას კოალიცია არ დასჭირდება და ამასთან, ის პარტიები დაასახელა, რომლებთანაც კოალიციას „ქართული ოცნება“ გამორიცხავს.
ჩვენ გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოალიციას როგორც „ნაცმოძრაობასთან“ და მის სატელიტებთან. როგორებიცაა, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და ა.შ. ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“, ბურჯანაძესთან, პრორუსულ პარტიებთან, რომლებიც სხვათა შორის დღეს არიან ამ ე.წ. პროდასავლური პარტიების ძალიან მყარი პარტნიორები. ძალიან დიდ შუაშია ერთმანეთთან „პატრიოტთა ალიანსი" და „ნაციონალური მოძრაობა" ისინი არიან ერთი ბნელი მედლის ორი მხარე. ისინი ერთად აკეთებენ წლების მანძილზე რუსულ საქმეს საქართველოში და ეს არის მათთვის საერთო, სწორედ ამის გამო სხედან ისინი ერთ მაგიდასთან. ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას", მის სატელიტებს, „პატრიოტთა ალიანსს" და ბურჯანაძეს. ისინი გაერთიანებულები არიან რუსული საქმის გარშემო“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.