ესპანეთის ლა ლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია. 2020/21 წლების სეზონი სტარტს 12 სექტემბერს აიღებს და ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მადრიდის „ატლეტიკო“ და „სევილია“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დაუპირისპირდებიან.
მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ სეზონს „სანტიაგო ბერნაბეუზე“„ ხეტაფესთან“ მატჩით გახსნის, ხოლო „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე„ ლა ლიგაში დაბრუნებულ „ელჩეს“ უმასპინძლებს. გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ კი პირველ ტურში „ვალენსიას“ შეხვდება.
2020/21 წლების სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ მე-7 ტურში, 25 ოქტომბერს გაიმართება, რომელსაც „ბარსელონა“ უმასპინძლებს, საპასუხო მატჩს პრინციპული მეტოქეები კი 30-ე ტურში, 11 აპრილს გამართავენ.