ანრი ოხანაშვილი : სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დღეს არ არის წარმოდგენილი. მათ ჰქონდათ დრო გამოეხატათ თავისი პოზიცია

ანრი ოხანაშვილი : სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დღეს არ არის წარმოდგენილი. მათ ჰქონდათ დრო გამოეხატათ თავისი პოზიცია

„მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ევროკავშირის ელჩის პოზიტიური კომენტარებისა ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, როგორც „ნაციონალური მოძრაობის", ისე სხვა პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს თურმე არის არაფრისმომცემი. ძალიან სამწუხაროა, იმედია ისინი არ გეგმავენ, რომ ამ მანიპულაციას მიჰყონ ხელი და ამ ფორმით მანიპულირება მოახდინონ. ჩვენ მზად ვართ შენიშვნებისთვის და მოსაზრებებისთვის, თუკი მათ პარტიებს ექნებათ, მზად ვართ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე",-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე  „საარჩევნი კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ საკითხი დაჩქარებული წესით განიხილებოდა და ჰქონდა საკმარისი დრო პოზიციის გამოსახატად, რაც მათ არ გამოიყენეს.

„თუკი პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებისთვისაც ცნობილია ის ინიციატივა, რომელიც დააინიცირეს ჩვენმა კოლეგებმა საარჩევნო კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების სახით,  ექნებოდათ ინტერესი დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომას და გამოეთქვათ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები, ჩვენ მზად ვართ შენიშვნებისთვის და მოსაზრებებისთვის, თუკი მათ პარტიებს ექნებათ, მზად ვართ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები დღეს არ არის წარმოდგენილი. მათ იცოდნენ, რომ დაჩქარებული წესით განვიხილავთ ამ საკითხს, თუკი ისინი თვალყურს ადევნებენ კომიტეტის სხდომას და ვფიქრობ, რომ მიადევნებენ, ჰქონდათ დრო რომ გამოეხატათ თავისი პოზიცია",-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​