კლაუდიო ბრავო ლა ლიგაში დაბრუნდა

კლაუდიო ბრავო ლა ლიგაში დაბრუნდა

ვეტერანი ჩილელი მეკარე კლაუდიო ბრავო ესპანეთში დაბრუნდა და კარიერას „ბეტისში“ გააგრძელებს. როგორც სევილიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, სამხრეთამერიკელმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.

ბრავოსთვის ლა ლიგა მეტად ნაცნობი ადგილია, რადგან 2006-2014 წლებში „სოსიედადში“ (237 მატჩი, 1 გოლი), ხოლო 2014-2016 წლებში „ბარსელონაში“ (75 მატჩი) თამაშობდა.

ბოლო ოთხი სეზონი ბრავომ „მანჩესტერ სიტიში“ გაატარა, სადაც 61 თამაში ჩაატარა, ჩილეს ნაკრებში კი 2004 წლიდან 123 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.