შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად, "დინამო თბილისისა" და თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქეები ცნობილი გახდა.
შედეგად, ვიცით, რომ "ლოკომოტივი" თბილისში ითამაშებს, ხოლო "დინამო თბილისი" - სტუმრად.
"ლოკომოტივი" (საქართველო) - "დინამო მოსკოვი" (რუსეთი)
"ნომანდსი" (უელსი) - "დინამო თბილისი" (საქართველო)
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთი დაპირისპირებით გაირკვევა.