კატალონიის „ბარსელონას“ ლუის სუარესის გუნდიდან გაშვება გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც პრობლემას აწყდება. საქმე ისაა, რომ ურუგვაელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთ წელი აკავშირებს და მისი გაწყვეტა „ბლაუგრანასთვის“ ფინანსურად საზიანო იქნება.
Goal-ის ინფორმაციით, თუ „ბარსა“ სუარესს ხელშეკრულებას ვადაზე ადრე გაუწყვეტს, მისთვის 14 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა მოუწევს... „ბარსელონას“ ფეხბურთელების კონტრაქტებში არსებული პუნქტებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება უცნაური და გასაკვირი სულაც არ იყოს.
რონალდ კუმანმა სუარესს ტელეფონით უკვე შეატყობა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედის და ახალი გუნდის მოძებნა ურჩია. 33 წლის ფორვარდს ყველაზე აქტიურად „აიაქსს“, "ატლეტიკოს", „ინტერ მაიამისა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს და 283 მატჩში 198 გოლის გატანა მოახერხა.