„ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია და იკვეთება, რა თქმა უნდა, დაკვეთის ნიშნები. ასეთ ნაბიჯებს ხშირად მიმართავენ „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები და ეს, ბუნებრივია იწვევს აღშფოთებას. ბუნებრივია, ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან მძიმე პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აჭარაშია განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე და თუ არის სამართლებრივი რეაგირების საფუძველი, ბუნებრივია, ეს რეაგირება უნდა იყოს.
„ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესები. თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, პოლიტიკური შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის უმძიმესი პროვოკაცია არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ რეაგირებას ყველას მხრიდან, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პატრიოტთა ალიანსს კი მივმართავ, მოეშვით ამ პოლიტიკურ ფიანდაზებს დასავლეთის წინაშე, გარკვევით უთხარით ერს თქვენი სათქმელი, მთავარი სათქმელი - ჩვენი გზა არის რუსეთის შემორიგება და რუსეთის დახმარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის 1989 წლის საზღვრებში მაინც!!! აფხაზეთის და სამაჩაბლოს ახლანდელ ხელისუფლებებთან მოლაპარაკების საშუალებით! რომ გეძახიან პრორუსულ ძალას თქვენც მაინცა და მაინც ნუ იუარებთ. ჩვენ ხალხმა ვიცით, რომ თქვენ ნამდვილი პატრიოტული ძალა ხართ, მაგრამ იმის გამო, რომ დაკარგული ტერიტორიების და ხალხების დაბრუნება იმ ხალხების კეთილგანწყობაზე და რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული სხვა გზას ვერ ხედავთ და გსურთ, აუცილებლად მიგაჩნიათ პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთთან! ხალხი გაგებით, უფრო მეტი ნდობით მოეკიდება თქვენს პოზიციას და არჩევნებში დიდ წარმატებას მიაღწევთ!