„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბარსელონაში ჩავიდა. ამაში უცნაური და სენსაციური რა უნდა იყოს, პეპი მშობლიურ ქალაქს ესტუმრა, მაგრამ ესპანური მედია განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს.
El Chiringuito-ს ინფორმაციით, გვარდიოლა ბარსელონაში ლიონელ მესისთან პირადად შესახვედრად ჩავიდა, რომ ინგლისში ტრანსფერი განიხილონ.
შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონადან“ წასვლა უნდა, ყველაზე აქტიურად კი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა განიხილება.