მესიმ

მესიმ "სიტიში" ძველი მეგობარიც მიიწვია

ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარ ნეიმარს "მანჩესტერ სიტიში" მასთან ერთად გადასვლა შესთავაზა.

წყაროს ცნობით, ლეო "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელ ფორვარდს "სიტიში" გადასვლის ამბის შესატყობინებლად დაუკავშირდა და "ქალაქელთა" რიგებში მიიწვია.

ნეიმარი და მესი ერთად "ბარსელონას" რიგებში 2013-17 წლებში თამაშობდნენ. სპორტულ სამყაროში იციან, რომ არგენტინელი ვარსკვლავის საუკეთესო მეგობრები ნეიმარი და ლუის სუარესი არიან.