ლეონიდ სლუცკი:

ლეონიდ სლუცკი: "მთავარია, რომ ხვიჩა ბევრ მომენტს ქმნის"

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „უფასთან“ გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. კერძოდ, ქართველი ფეხბურთელის ბევრი შექქმნილი მომენტის, მაგრამ დაბალი რეალიზაციის შესახებ გააკეთა კომენტარი:

„ზოგჯერ მეკარის მიმართულებით ურტყამს, ზოგჯერ უფრო ზუსტად, ზოგჯერ კი, როგორც დღეს, მეკარე იგერიებს და შეტევა გოლით სრულდება. მთავარია, რომ ხშირად ურტყამს და ყველა თამაშში ბევრ მომენტს ქმნის“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, „რუბინმა“ „უფა“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩას გოლი არ გაუტანია, მაგრამ პირველი და მესამე გოლი სტუმართა კარში მის აქტიურობას მოჰყვა.