NBA-ის პლეიოფის 1/8 ფინალური ეტაპის მე-5 შეხვედრაში, „მილუოკი ბაქსი“ პროტესტის ნიშნად პარკეტზე არ გამოვიდა. მიზეზად ამერიკაში განვითარებული მოვლენები დასახელდა.
ვისკონსინის შტატში მომხდარი, ფაქტის გამო, როდესაც პოლიციელებმა შავკანიან მოქალაქეს, 29 წლის ჯეიკობ ბლეიქს 7 ტყვია ესროლა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები განახლდა.
კალათბურთელთა ნაწილი გამოსავალს პროტესტში ხედავს. ისინი არ გამორიცხავდნენ, რომ გუნდებმა პლეი ოფის მატჩებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
„მილუოკის“ პროტესტის შემდეგ, NBA-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეხვედრები „ჰიუსტონი“ - „ოკლაჰომას“ და „ლეიკერსი“ - „პორტლანდის“ შეხვედრები ასევე გადაიდოს.
აქვე გეტყვით, რომ ბლეიქი გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა და სავარაუდოდ იგი სიარულს ვეღარ შეძლებს.