„ტორტი გვირილა“– ატმის უგემრიელესი ტორტი ყავის არომატით

„ტორტი გვირილა“– ატმის უგემრიელესი ტორტი ყავის არომატით

ინგრედიენტები

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

კვერცხი - 10 ცალი

შაქარი - 10 სკ

ფქვილი - 10 სკ

მწიკვი მარილი

ვანილი - 1 ც

ინგრედიენტები კრემისთვის

რძე - 1 ლ

სიმინდის სახამებელი - 4 სკ

შაქარი - 300 გრ

ფქვილი - 3 სკ

კვერცხის გული - 4 ცალი

კარაქი - 300 გრ

ვანილი - 1 ც

მომზადების წესები

მოამზადეთ ბისკვიტი:

მოაყარეთ კვერცხის ცილას ცოტა მარილი და ამოიყვანეთ მასის გამყარებამდე

დაამატეთ შაქარი, კვერცხის გულები, ვანილი, ფქვილი და ხის კოვზით მოურიეთ ერთი მიმართულებით. გამოაცხვეთ კალკა ცხიმწასმულ 28დმ ფორმაში, 160 გრადუსზე.

მოამზადეთ კრემი:

ამოიყვანეთ გათეთრებამდე კვერცხის გული და შაქარი. დაამატეთ: სახამებელი, ფქვილი, ვანილი, რძე და წამოადუღეთ. დააფარეთ სამზარეულოს პოლიეთილენის პარკი.

ამოიყვანეთ კარაქი გათეთრებამდე და დაამატეთ თითო კოვზი გაციებული ფაფა.

გაყავით ბისკვიტი სამ ნაწილად. ორი ფენა დანამეთ ყავით და კონიაკით. დაალაგეთ კუბიკებად დაჭრილი ატამი. ყველა ფენას წაუსვით კრემი. 10 წუთი გააჩერეთ საყინულეში და გარედან წაუსვით მწვანე კრემი.

ტორტი მორთეთ მარციპანით და პატარა გვირილებით.