გიორგი პაპუნაშვილი „რასინგში“ იჯარიდან „სარაგოსაში“ დაბრუნდა და რამდენიმე ახალწვეულსა და ასევე იჯარიდან დაბრუნებულ ფეხბუთელთან ერთად განაახლა ვარჯიში.
არაგონული კლუბი სრული შემადგენლობით საწვრთნელ პროცესს მოგვიანებით დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა 24 წლის ქართველის შემტევი ნახევარმცველი „სარაგოსაში“ თუ ახალ სეზონს სხვა კლუბში დაწყებს.
ზოგიერთი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი კვლავ კლუბის შეცვლის მოლოდინშია, თუმცა ცოტა ხნის წინ „სარაგოსას“ სპორტულმა დირექტორმა ლალო არანტეგიმ განაცხადა, რომ პაპუნაშვილი გუნდს სჭირდება და მასთან გამოთხოვება არ იგეგმება. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას“ 2017 წელს შეუერთდა. სადებიუტო სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, თუმცა შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. სარაგოსას მაისურით ქართველმა შემტევმა სულ 58 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
„სარაგოსა“ მომავალ სეზონში კვლავ ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონში ითამაშებს. ახალი სეზონი სავარაუდოდ 12 სექტემბერს დაიწყება.