არგენტინელი ლეო მესის კატალონიის “ბარსელონადან“ სხვა კლუბში გადასვლის შესახებ მსოფლიო მედიაში ტყუილ-მართლის წერა არ წყდება. როგორც იცით, ეს პირველი შემიხვევა, როდესაც ლაიონელი სხვაგან გადასვლაზე სერიოზულად დაფიქრდა და ამის შესახებ უკვე ისედაც ბევრი ვინმე საუბრობს.
ლეო მესის სხვა კლუბში გადასვლის პერსპექტივა როგორც ჩანს ძალიან არ მოსწონს ლეოს ცოლს, ანტონელა რეკუზოს. როგორც ევროპის ბულვარული მედია წერს, თუკი ეს საუკუნის ტრანსფერ განხორციელდა, დიდი შანსია, რომ ლეოს ცოლი საცხოვრებლად კატალონიაში დარჩეს და ქმარს შვილებთან ერთად არ გაჰყვეს.
სკანდალებზე მონადირე ჟურნალისტებს ამის ვარაუდის საბაბს ანტონელას ძველი ინტერვიუებიც აძლევენ, სადაც იგი ფიცი-მტკიცით ადასტურებს, რომ ბარსელონას გარდა არასოდეს იცხოვრებს სხვა ქალაქში და მისი ხასიათის ეს სისუსტე ლეო მესიმაც ძალიან კარგად იცის. მითქმა-მოთქმა კი ცხადია არ წყდება...