ინგლისელი ჯენტლმენი, პიტერ ო ტული დღემდე ვერ ივიწყებს იმ საშინელებას, რომელიც ბავშვობაში, ერთ შობისწინა საღამოს გადაიტანა.
მამამისი შინ გვარიანად ნაქეიფარი დაბრუნდა და პატარა პიტერის უწყინარ შეკითხვაზე, სანტა ბაბუა საჩუქრებს როდის მოუტანდა, მოზარდს ბოროტი ხუმრობა მოუწყო.
გარეთ გავიდა და გაბერილ ქაღალდის პარკს ხელის ერთი დაკვრით საშინელი გრუხუნი გაადენინა, მომავალ მსახიობს კი ახარა, სანტამ ეს წუთია თავი მოიკლაო.
ო ტულმა ის „ისტორიული“ ღამე ქვითინში გაატარა და იმ დღის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე გამოჰყვა.